ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია ამ დრომდე უარს აცხადებენ რუსი დიპლომატების გაძევებაზე, განსხვავებით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნისგან, რომლებმაც, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულების საპასუხოდ, ახლახანს, საერთო ჯამში 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი“ აქვეყნებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს რუსეთი საპასუხო ზომებს გამოიწვევდა. ტრიუდოს თქმით, ის არ იყო დარწმუნებული, ღირდა თუ არა ეს “სიმბოლური ჟესტი” კანადელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების ფასად.
ცნობისთვის, 2018 წელს მას შემდეგ, რაც ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალი მოწამლეს, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა.
გასულ კვირას პოლონეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, სლოვენიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, ლატვიამ, საბერძნეთმა, პორტუგალიამ, ესტონეთმა, ირლანდიამ, შვედეთმა, ჩეხეთმა, ავსტრიამ და ლუქსემბურგმა რუსი დიპლომატები გააძევეს.