ზოტის სატყეო უბანზე სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზოტის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების 2 ფაქტი გამოავლინეს. ასევე დალუქულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც სამართალდამრღვევი 12,74 კუბური მეტრი მოცულობის ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების გადაზიდვას ახორციელებდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.

დეპარტამენტის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებები აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით.