გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ლევან ჯღარკავა დეპარტამენტის თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ წარუდგინა.
ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე ის „თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის თანამდებობასა იკავებდა.
ლევან ჯღარკავამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი მუკნიაშვილი შეცვალა.