ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა კომპანიამ „Zumo“ საზოგადოებას უცნაური პროექტი შესთავაზა. მან სოციალურ ქსელ „Instagram“-ზე გასაბერი ცათამბჯენების სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. პოსტში აღნიშნულია, რომ ასეთი “შენობები” ერთდროულად მდგრადიცაა და ინოვაციურიც.
„Zumo“-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები „Midjourney“-ის სახელით ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და მას ჯერ მხოლოდ იდეის სახე აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, მომავალში ასეთი “შენობები” მართლაც ვიხილოთ. როგორც ამ სურათებიდან ჩანს, გასაბერი ცათამბჯენები მსუბუქი და ელასტიკური მატერიისგანაა “აგებული” და ჰორიზონტს ჰარმონიულად ერწყმის.
ასეთი ცათამბჯენები ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგის მიღწევა უფრო ტრადიციული შენობებითაცაა შესაძლებელი.
ავტორი