უცნაური სიზმრები – ერთდროულად რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ გაციებასა და ღამის კოშმარებს შორის კავშირი ნამდვილად არსებობს. ექიმები ამბობენ, რომ საქმე მომატებულ ტემპერატურაშია, რაც ღრმა ძილის დროს ტვინს უფრო მეტად ააქტიურებს – ამითაა გამოწვეული უცნაური სიზმრები. ამიტომ, თუ უცნაური სიზმრები დაგჩემდათ, შეიმოწმეთ ჯანმრთელობა.
პროდუქტები გემოს იცვლიან – საყვარელი კერძებისა და სასმელების გემოს ამოცნობაში არა მარტო ენა, არამედ ცხვირიც გვეხმარება. როგორც კი ცხვირი ნორმალურად სუნთქვას წყვეტს, ჩვენი უნარი გემოს შეცნობისა ქვეითდება – დილის ყავა ან წვენი შესაძლოა უგემურად მოგეჩვენოთ. ამ დროს შესაძლოა, სწორედ გაციება გეპარებათ.
„მავნე“ საკვებისკენ ლტოლვა – ავადმყოფობა ჩვენი სხეულისა და ორგანიზმისთვის ყოველთვის სტრესია. სტრესის დროს კი ვეძებთ რაიმე ისეთს, რაც თავს უკეთ გვაგრძნობინებს – ხშირად კი ყველაზე სწრაფი საშუალებები შაქარი ან სწრაფი ნახშირწყლები აღმოჩნდება. სინამდვილეში ამ დროს დაგეხმარებათ ფორთოხალი, ჩაი თაფლითა და ლიმონით ან ქათმის ბულიონი – რაიმე თბილი და ჩ ვიტამინით მდიდარი.
წყურვილი – გაციების დროს სხეული უფრო აქტიურად კარგავს წყალს. ეს გამოწვეულია ხველით, ცემინებითა და მომატებული ტემპერატურით. აუცილებლად მიიღეთ სითხე, მაგრამ ორგანიზმი არ გადატვირთოთ.
უცნაური თავის ტკივილი – ვირუსული დაავადებების კიდევ ერთი „კლასიკური“ ნიშანი – კუნთების ტკივილი. ხანდახან კი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება თავის კანი და პაციენტი თავის ტკივილს განიცდის. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობას, თუ თქვენი თავი ძალიან მგრძნობიარე გახდა.