როგორც უკვე ვწერდით, ბათუმში, მეხუთე დღეა, 18 წლის ზაზა თევზაძეს ეძებენ.
“გურია ნიუსმა” დაკარგულის დედა დღეს კიდევ ერთხელ ჩაწერა. მისი თქმით, მისი შვილი სახლიდან 22 მარტს გავიდა და ამ დრომდე , უშედეგოდ ეძებენ.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო ბიჭი. ასევე, ბათუმში კიდევ ერთ პირს ეძებენ – 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე სახლიდან 16 იანვარს გავიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.
გარდა ამისა, დაკარგულ პირს ეძებენ სამტრედიაშიც. 72 წლის, კონსტანტინე არველაძე სახლიდან, სოფელ ჭაგნიდან, 26 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.