თბილისში 39 წლის ამერიკის დაკარგული მოქალაქე ალექს ლოიოსი იპოვეს. მას სამართალდამცველებმა სანზონაში მიაგნეს. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, დაკარგული ტურისტის ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ის კონტაქტზე ბოლოს 7 თებერვალს გამოვიდა, ხოლო 9 თებერვალს, ნაცნობმა ტაქსისტმა ძველ თბილისში შენიშნა, სინაგოგასთან ახლოს. მისი თქმით, ის იყო “ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულსა და დაბნეულს”
იმ სასტუმროს მენეჯერი, სადაც ტურისტი ცხოვრობდა, ამბობს რომ, ლოიოსმა 7 თებერვალს ჯანმრთელობის პრობლების გამო საავადმყოფოს მიმართა, რვა თებერვალს კი სასტურო დატოვა.
ალექს ლოიოსის მეგობრების ინფორმაციით, საქმის კურსში იყო საელჩო და საგამოძიებო უწყებები.
წყარო: რუსთავი2