დაახლოებით, თვენახევრის წინ გაუჩინარებული სამტრედიელი გიგა ნადირაძის ცხედარი დღეს სოფელ გამორჩინებულში, ხრამში გადაჩეხილი იპოვეს.
გარდაცვლილს შემთხვევით ადგილობრივი მაცხოვრებელი გადააწყდა.
ადგილობრივმა მკვიდრმა შეატყობინა სხვებს და ზურგჩანთის მიხედვით, რომელშიც პირადობა აღმოაჩინეს, დადგინდა, რომ გვამი სამტრედიაში გაუჩინარებულ 51 წლის მამაკაცს, გიგა ნადირაძეს ეკუთვნის.
ამ ამბით მთელი სამტრედია იყო შეძრწუნებული, რადგან გიგა ნადირაძეს თითქმის ყველა იცნობდა.
მან რამდენიმე ათეული წელი ტელეკომპანია ,,ზარში” წამყვანი ოპერატორის პოზიციაზე იმუშავა, საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული.
გიგა ნადირაძეს ერთადერთი ქალიშვილი, ნინი ნადირაძე მშობლის გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობდა და სოციალური ქსელის მეშვეობით ყველას სთხოვდა, მამის მოძებნაში დახმარებოდნენ.
ავტორი