https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაუმკლავდნენ თუ არა პრობლემებს ოზურგეთში დიდთოვლიანობის დროს

9:31; 23.02.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართალია, დეკემბერი და იანვარი გურიაში თოვლის გარეშე, მზიანი ამინდებით და სითბოთი გამოირჩეოდა, თუმცა, თებერვლის შუა რიცხვებიდან, რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ საკმაო პრობლემები წარმოშვა. ეს, ძირითადად, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, ცენტრალურ თუ შიდა საუბნო გზებს შეეხებოდა.

_ თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში დავიწყეთ. საშუალოდ, თოვლის სიმაღლე 70 სმ იყო. მაღალმთიან სოფლებში კი, ნალექის სიმაღლემ ერთ მეტრსაც მიაღწია. პირველ რიგში , ცენტრალური გზების მოწესრიგება დავიწყეთ. შემდეგ კი სასოფლო გზების გაწმენდა მოხდა, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე.

მიუხედავად აქტიური მუშაობისა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ადგილების თუ სოფლების გზების თოვლისგან გაწმენდის შესახებ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ისე, ტაქსების თუ სარეისო მიკროავტობუსების მძღოლები.

_ კი გაიარა ტრაქტორმა, თოვლისგან გაწმინდა გზები, თუმცა, უკეთესად შეიძლებოდა ამ თოვლის გროვების უფრო მოშორებით გადატანა. წესიერად გვერდს ვერ უვლიან ერთმანეთს მანქანები. მოედნები, ავტოსადგურების სადგომები თუ სხვადასხვა გაჩერების ადგილები, უფრო კარგად უნდა გაიწმინდოს და პირველ რიგში, მანქანებმა ერთმანეთს გვერდი თავისუფლად უნდა აუარონ, _ ამბობენ ოზურგეთში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლები.

_ ჩვენს სოფელ ქაქუთის (ჭანიეთს თემი) ბოლო წერტილში ვცხოვრობთ. საუბნო გზის გაწმენდა უფრო იმიტომ გვინდოდა, რომ სამეზობლოში ონკოლოგიური ავადმყოფი გვყავს. ხშირად გვჭირდება სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. სოფლის ცენტრალური გზის გასაწმენდად, თოვლის დადებისთანავე შემოიყვანეს მუნიციპალური ტექნიკა და გზების თოვლისგან გასუფთავება დაიწყეს. უმადურები არ ვართ, თუმცა, როცა სოფლის ბოლოსკენ მიმავალი, შიდა საუბნო გზის გაწმენდა მოვითხოვეთ, უარი გვითხრეს: მიზეზად კი დაასახელეს, რომ ექსკავატორმა ნიჩაბი ქვას წამოდო და დაზიანდაო. როცა სამეზობლოში ონკოლოგიური ავადმყოფია, რა უნდა ვქნათ? თორემ ჩვენ ფეხით უფრო მაღალ თოვლში გვივლია და თუ გასაჭირია, უკან არც ახლა დავიხევთ. გადაუდებელი დახმარების საჭიროების აუცილებლობა როცა არის, მაშინ მეტი ყურადღებაა საჭირო. ზამთარი ჯერ არ გასულა და ყველამ ვიცით, რომ თებერვალმა გურიაში, განსაკუთრებით მწარედ იცის კუდის მოქნევა, _ გვეუბნება სოფელ ქაქუთის მკვიდრი დავით ღლონტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში, ზაზა სალუქვაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ცენტრალური გზის გაწმენდისას მართლაც დაზიანდა ტექნიკა:

_ მოხდა ისე, რომ როცა ექსკავატორი გზას თოვლისგან წმენდდა, ნიჩბით ქვას წამოედო და გაფუჭდა, რკინაა. ადგილზეც შეწყდა გზის გასუფთავება. რა უნდა ექნა მემანქანეს? ამიტომ გახდა შეუძლებელი აღნიშნულ უბანში გასვლა. გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილია და არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ამასობაში გადაიღო კიდეც.

შედარებით მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრ სიმაღლეს მიაღწია და ბუნებრივია, სამუშაოებიც მეტი იყო:

_ შუქი, გაზი, წყალი სოფელს აქვს და ამ მხრივ თოვლს პრობლემა არ შეუქმნია. ვაკიჯვარში ახლა ერთ მეტრამდე სიმაღლის თოვლია. სოფლის რელიეფი ისეთია, ნახევარი ვაკე ადგილებია, ნახევარი კი მთლიანად მთიანია. იმ მხარეს, რომელსაც ადგილობრივები “თავვაკიჯვარს” ეძახიან, რთული სიტუაცია იყო. თუმცა უკან არ დაგვიხევია. მეხუთე დღეა (ბოლო საუბარი 18 თებერვალს შედგა. ავტ.), გზებზე ვართ. საუბნო გზები ძირითადად გაწმენდილია. განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს გაუჭირდათ გადაადგილება.  შინიდან გამოსვლა, სხვადასხვა საჭიროებისთვის, მუდამ უხდება ხალხს. ზოგს ფიზიკურად დავეხმარეთ, რომ ტრანსპორტამდე მისულიყო. ჩვენი თემის სოფელ ფამფალეთში, ერთ მცირეწლოვანს ბატონები (“წითელა”) ჰქონდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იქ გავწმინდეთ გზა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა შესულიყო თავისუფლად. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის, დათო ცეცხლაძის დახმარება, რომელსაც წამდაუწუმ ვურეკავდით. ღამეები ათია, შემცვლელიც არ მოუთხოვია და ყველა უბანში გაწმინდა გზა. მთიანი სოფელია, თოვლი დიდია და მართლა თავდაუზოგავად იმუშავა ამ ადამიანმა, _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ვაკიჯვარში გამგებელი დავით ჩავლეშვილი.

ერთ მეტრამდე იყო თოვლის საფარი სოფელ შემოქმედშიც:

_ დიდი სოფელია, უამრავი შიდა გზით. ადვილი არ იყო ყველას გაწმენდა, თუმცა დღეისთვის ყველა გასუფთავებულია. არც ერთი არ დაგვიტოვებია. განსაკუთრებით ვშიშობდით ერთი ადამიანის გამო, რომელიც ჩვენი მცხოვრებია და დიალეზზე იმყოფება. პირველ რიგში ამ უბნის გზა გავწმინდეთ. ჩვენ მარტო ვერაფერს ვიზამდით, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი დროულად არ მოსულიყო. ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, _ ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელში თამაზ ბურჭულაძე.

დიდი იყო თოვლის საფარი მთიან სოფელ ბაილეთშიც:

_ როგორც კი ინტენსიური თოვა დაიწყო, სოფლის ცენტრალური გზის გაწმენდაც დავიწყეთ. განსაკუთრებით, ჩვენი თემის სოფელ ჭანიეთურში არის აღმართიანი მონაკვეთები, სადაც პრობლემები შეიქმნა. ამიტომ პირველ რიგში იქ გავწმინდეთ გზა. შუქი ცოტა ხნით გამოირთო. როგორც ადგილზე მოსულმა ენერგოკომპანიის თანამშრომლებმა თქვეს, დაზიანება მეხმა გამოიწვია. თუმცა დიდი დრო არ დაგვიანებია და მალე აღდგა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. სხვა მხრივ, არანაირ პრობლემა არ შექმნილა და რაც იყო, კი გითხარით, ამ დროისთვის მოგვარებულია, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში გიორგი ქათამიძე.

ცალკეული რთული უბნები იყო სოფელ ბახვშიც, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ამ სოფელში კახი მგელაძე გვესაუბრა:

_ ჩვენი სოფლის თემში არის ასეთი უბანი, ოქროსქედი, საკმაოდ მაღალი და დამრეცი , მიხვეულ-მოხვეული გზებით. აქ მცირე ნაწილი დარჩა გაუწმენდავი. დანარჩენს კი მივხედეთ. ყოველ წუთს მზად ვართ, თუ რაიმე დახმარება დასჭირდება იქ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, პრობლემა არ შეექმნას. ახლა, სოფელში, ყველა კომუნიკაცია გამართულად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღე განსაკუთრებით უწყვეტად თოვდა, არც შუქი გამორთულა, გაზიც მიეწოდება სოფელს და სკოლაშიც მოსწავლეები დროულად გადაჰყავს სასკოლო ტრანსპორტს.

შედარებით დაბალ და ზღვისპირა ზოლის სოფლებში _ ნარუჯაში, ლაითურში, კონჭკათში, თხინვალში, შრომაში, ნატანებსა და ურეკში გზის გაწმენდის საჭიროებაც არ ყოფილა, იმდენად პატარა იყო თოვლი. თუმცა, როგორც მერის წარმომადგენლები ამბობენ, ყურადღებით იყვნენ, რაიმე საფრთხე არ შექმნილიყო.

_ ნარუჯასა და ლაითურში გზის გაწმენდის საჭიროებაც არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალური ტექნიკა მობილიზებული იყო და გვთავაზობდნენ, საჭიროება თუ მოითხოვდა, გამოგვეძახებინა. ჩვენთან ყველა კომუნიკაცია მწყობრშია. სარეისო ტრანსპორტი არც კი შეფერხებულა. თოვდა, თუმცა, საფარი რამდენიმე სანტიმეტრს არ ასცილებია. მაინც ყურადღებით ვართ. თებერვალმა გურიაში სხვანაირი შემოტევა იცის. ამიტომ, თუ ასე მოხდა, უნდა მოვიგერიოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის, _ მხიარული ტონით დაგვემშვიდობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ნარუჯაში გამგებელი ზვიად მიქელაძე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ღურჯუმელიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედი”: სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს

14:25; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება” _ მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ

13:15; 24 თებერვალი, 2026

„ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ ჩოხატაურში

სურების ხეობაში გზა იწმინდება

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო