BBC-ის ცნობით, ამერიკულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია გაანდო, თეთრი სახლი უარყოფს.
როგორც ცნობილია, ოფიციალურმა პირებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამს შორის გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ WASHINGTON POST-სა და NEW YOUK TIMES-სს განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა გაამხილა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რუსებმა გამოიყენონ.
აშშ-ს პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაკკასერის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, მაგრამ პრეზიდენტს არ დაუსახელებია არცერთი სამხედრო ოპერაცია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის“,_განაცხადა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებითაც, შეხვედრაზე საუბარი საფრთხეებს შეეხო, თუმცა მეთოდებზე, სადაზვერვო სისტემაზე და სამხედრო ოპერაციებზე მხარეებს არ უსაუბრიათ.
როგორც BBC-ისთან საუბარში WASHINGTON POST-ის რეპორტიორი, გრეგ ჯეფი აღნიშნავს, სიუჟეტში ჩანს, რომ პრეზიდენტს საიდუმლო ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია, მაგრამ დასძენს, რომ „ჩვენი ამბავი ამბობს, რომ რუსებს ინფორმაციაში გარკვევა და წყაროების აღმოჩენა შეეძლოთ“.