https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გავარდა ფიშტოსავით ფასები… წეიღეთ ეს თქვენი 20 ლარი უკან!” _ რას უთვლიან გურულები მთავრობას

10:05; 23.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეის, 2025 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით გურიაში, ოზურგეთში გაძვირებულია პური, ზეთი, სიგარეტი, მაკარონის ნაწარმი, ყავა… ზოგადად, იგივე მდგომარეობაა მთელ საქართველოში.

ფასების ზრდას მტკივნეულად, უფრო მეტიც, გაბრაზებული ხვდება მოსახლეობა. ზოგადად, როცა პროდუქცია ძვირდება, ხშირად ამ ყველაფერს უკავშირებენ ლარის კურსის გაუფასურებას. გარდა ამისა, როგორც ჩვენი მუშაობის დაკვირვების ხანგრძლივი პრაქტიკა გვაჩვენებს, ყოველი არჩევნების შემდეგ, ყოველ შემოდგომაზე, ვალუტის კურსის ცვლილების დროს, ფასების უარესობისკენ  შეცვლა მუდამ თვალში საცემია.

ახლა, როცა პროდუქტის ფასის გაძვირება პურის ფასის მატებით დაიწყო, გურიაში, ოზურგეთში ხალხის უკმაყოფილო საუბარი ხშირად ისმის.

_ უკმაყოფილო კი არა, უკვე ძალიან გაბრაზებული ვარ, მეც და ბევრი სხვაც, ვისაც პენსია აქვს. ვფიქრობდით, როგორც ყოველთვის, არჩევნების შემდეგ პროდუქტს გაგვიძვირებენო. იგივე ხდება, პენსიის მატებას როცა გამოაცხადებენ. იანვრამდე ვერ ავიღებთ იმ მომატებულ ოციოდე ლარს და წაიღონ უკან.

ხომ ხედავთ, წაბლი ჩამოვიტანე ამ დილით ჩასაბარებლად. ამის ფასიც დაეცა. ეს  პროდუქტის ფასები კი გავარდა ფიშტოსავით, მაგრამ ჩვენსას არაფერს არ ემატება. პურს და ზეთს მაინც როგორ გვიძვირებენ ეს ნამუსზე ხელაღებულები. რაა ეს? ან ვის ამასხარავებენ. 20 ლარს მიმატებ და ორჯერ მეტად მიძვირებ საკვებ პროდუქტს? _ გაბრაზებულმა განაცხადა მაგული კონტრიძემ დილაადრიან ოზურგეთის ბაზარში. ის  ექადიის უბნიდან ჩამოვიდა აქ და ათიოდე კილოგრამი წაბლის ჩაბარება სურდა.

ჩვენს მკითხველს ვეტყვით, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არჩევნების შემდგომ დღეებში სასწრაფოდ გაიზარდა პროდუქტის ფასი. საკმაოდ გაძვირდა პური, ზეთი, მაკარონის ნაწარმი, ყავა…

დღეისთვის ოზურგეთში, მხოლოდ შპს “ვასაძის პური” ცხვება ფასის და წონის შეუცვლელად. ყველაზე გაყიდვადი 400-გრამიანი პური ერთი ლარი ღირს.

ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაა სხვაგან. გურიის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში გვითხრეს, რომ აქ “ვასაძის პურს” ჰყიდიან და ფასი და წონა არ შეცვლილა.

_ ყველამ რომ მოუმატა, ესენიც კი მოუმატებენ მერე. აბა, რას იზამენ. ხან  ასე ხდებოდა, შემოდგომაზე იმატებდა პურის ფასი, მაგრამ ახლა სურსათის გაძვირებაც სწრაფად დაიწყო. ადამიანს პურს და ზეთს რომ გაუძვირებ, უფრო რაღა უნდა წაუჭირო ყელში, თოკი? _  გვითხრა ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ ლალი დოლიძემ.

ამავე ქუჩაზე მდებარე “მაგნიტის” ქსელის მაღაზიაში გვითხრეს, რომ თავის მარკეტში მხოლოდ “იფქლის” პურს ჰყიდიან. თბილისიდან მოაქვთ და ფასი უკვე ყველა სახეობის  პურს მოემატა:

_ ოთხასგრამიანი თეთრი პური ერთი ლარი ღირდა. ახლა 1,15 ლარი გახდა, ანუ 15 თეთრი   მოიმატა. ხუთასგრამიანი პური ღირდა 1,10 ლარი, ახლა გახდა 1,25 ლარი _ 15 თეთრი მოიმატა. დაჭრილი პური 1,20 ლარი ღირდა, გახდა 1,30 ლარი. ერთადერთი, ლიტვურის  სახელწოდებით რაც გვაქვს, ჯერ ამ პურს ფასი არ მომატებია, _ გვითხრეს აქ.

ასევე, გვითხრეს, რომ მოიმატა სიგარეტის (20 თეთრი) და ყავის ფასმა.

ათი თეთრით არის პურის ფასი გაზრდილი “ჩემი მარკეტის” საცხობში.

მოსახლეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზეთის ფასის ზრდა, პურის გაძვირების შემდეგ ყველაზე მტკივნეულია. ამასთანავე, შიშობენ, რომ ყველაფრის ფასი მოიმატებს,  რადგან  ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა პროდუქტზე მომატებული ფასის “შემოპარება”.

_ პური რომ გააძვირეს, იმ დღეებში ზეთი არ იყო გაძვირებული. 4,80 ლარად ვიყიდე ერთ–ერთ მარკეტში. ზოგან უფრო იაფადაც იყიდდი. ნახეთ, ახლა, საშუალოდ, 7,80 ლარი ღირს ერთი ლიტრი ზეთი. რას ჰგავს ეს?! მე, პენსიონერმა, წამლები როგორ ვიყიდო, რომელიც ასევე ძალიან გაძვირებულია. ეს არის  პენსიის მომატება? 20 ლარით იზრდება იანვრიდანო და საკვები პროდუქტი ისე ძვირდება ყოველდღიურად, რომ ეს მომატებული 20 ლარი არის დაცინვა ხალხისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის, _ გვეუბნება ოზურგეთელი პენსიონერი, 80 წლის ეთერ ლომჯარია.

სოფელ მერიიდან ჩამოსულმა ბიძინა კეჭაყმაძემ, რომელსაც თხილი ჰქონდა ჩასაბარებლად ჩამოტანილი, გვითხრა, რომ გაუხარდა  თხილის ჩაბარება გატეხვით რომ შესთავაზეს:

_ ერთი ცალი უკვე ერთი ლარი ღირს და საკმაოდ ხარისხიანი მოსავალი კარგად ჩავაბარე.  მე კი მიხარია, რომ დღეს თხილი კარგად ჩავაბარე, მაგრამ რა ვიყიდო ამ ფულით? შინ უნდა  წავიღო პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, სიგარეტიც მჭირდება. ყველაფერს მომატებული აქვს ფასი შაქრის გარდა. დარწმუნებული ვარ, ხვალ–ზეგ შაქრის ფასსაც აწევენ. გასულ წელს, ამ დროს, ამბობდნენ, რომ პროდუქციის  ფასის ზრდის მიზეზი გახდა ლარის კურსის გაუფასურება. ამ მომენტში ეს არ მომხდარა და მაინც გაძვირდა. როგორ დავიჯერო ახლა, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება? _ გვეუბნება ბატონი ბიძინა.

ჩვენ გადავხედეთ გასული წლის ამ პერიოდის ფასების მდგომარეობას ლარის კურსის ცვალებადობას.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას, გასულ წელს, თავის განცხადებაში ნათქვამი აქვს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2,80 -იან ნიშნულს  გადასცდა და გაუფასურება  გაგრძელდა.

_ბოლო დრომდე მოლოდინი იყო, რომ ლარის კურსი გეზს გამყარებისკენ აიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ოდნავ ჩაცხრა და ლარის გამყარებაც უნდა დაწყებულიყო, პირიქით, გაუფასურება გაგრძელდა.. ეს კი სამომხმარებლო ბაზარს დაეტყო და იმპორტიორები უკვე ღიად აცხადებენ, რომ  გაძვირების რეალური საფუძველი არსებობს და სხვა გზა არ აქვთ, _ აცხადებდა მაშინ, 2024 წლის შემოდგომაზე  დისტრიბუტორთა  ბიზნესასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი ივა ჭყონია.

წელს, ჯერჯერობით, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არ გაძვირებულა, თუმცა საქართველო რაკი იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ბაზარზე მყისიერი გაძვირება მალევე მძიმედ შეიგრძნობა, რაზეც ასე მწვავედ რეაგირებს ხალხი.

_ ახლა რომ ასე სწრაფად ძვირდება ყველაზე საჭირო პროდუქტი, მერე შეძლებენ ფასების “დაჭერას“? არადა, პენსიონერზე მეტად, ეს იმ ადამიანებსაც  მწვავედ ეხება, ვისაც არც პენსია აქვს და არც სამსახური. ან თუ მუშაობენ, ეს არის სეზონური სახის სამუშაო და სამომხმარებლო კალათაში ბევრს ვერაფერს ჩავდებთ, _ გვითხრა ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონემ ოზურგეთში ნანა სარიშვილმა, თან მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, ეკონომიკის ზრდაზე რომ არის ყოველდღე  საუბარი ტელევიზიით, იქნებ, თქვენ გაგვაგებინოთ დაგვარწმუნოთ, სად, როგორ იზრდება ეს ეკონომიკა. და  თუ სადმე ჩვენს ქვეყანაში ყვავდება და ჩვენ არ გვეხება, ჩვენი თავი ჯანდაბას. ამ ჩვენს სამშობლოში თუ ვინმეს ხეირი აქვს, მაინც გაგვიხარდებაო, _ ირონიაც შემოგვაპარა ქალბატონმა ნანამ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება36Tweet23Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ და რატომ დააკავეს ელისო კილაძე _ ვიდეოკადრები ადგილიდან

11:14; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

10:30; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი _ საქართველოში ამინდი გაუარესდება

10:05; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17 თებერვალი, 2026

„ერთად გავბედეთ და შევძელით“_ შშმ პირთა მშობლების  თანადგომის პროგრამა, „მშობელთა კლუბი“

"ახლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა, რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო" _ ნინი შერმადინი

ყველა სიახლე

სამართალი

მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში _ დაკავებულია 97 პირი

11:43; 18.02.2026
საზოგადოება

როგორ და რატომ დააკავეს ელისო კილაძე _ ვიდეოკადრები ადგილიდან

11:14; 18.02.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

10:30; 18.02.2026
ზაფრანი

ვის პოულობს ცხოვრებაში ბედნიერებას იოლად  

10:22; 18.02.2026
ზაფრანი

წყვილები, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიან

10:20; 18.02.2026
ზაფრანი

დიპლომატიის ნიჭით გამორჩეული ადამიანები

10:12; 18.02.2026
ზაფრანი

ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშნები   

10:09; 18.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი _ საქართველოში ამინდი გაუარესდება

10:05; 18.02.2026
სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს

9:58; 18.02.2026
სამართალი

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

9:55; 18.02.2026
საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო