ფობია არის ადამიანში შფოთისა და არეულობის ტიპი, რომელიც ხასიათდება მუდმივი შიშით სიტუაციისა და ობიექტისადმი. ჩვეულებრივ, ფობიების მსხვერპლნი ცდილობენ, აიცილონ კონტაქტი თავიანთ შიშთან. შიში შემუშავებულია საშინელი გამოცდილების შემდეგ, დაზარალებულისთვის ან ვინმესთვის, შიში შეიძლება იყოს გენეტიკური და ინტენსიური, ან შეიძლება განვითარდეს უარყოფითი გამოცდილების შემდეგ. ქვემოთ განხილულია ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ფობია.
აეროფობია
აეროფობია ფრენის შიშია. აეროფობიის მსხვერპლთ ძალიან ეშინიათ თვითმფრინავით ან ვერტმფრენით მგზავრობის. ისინი ცდილობენ, თუკი შესაძლებელია, თავიდან აიცილონ საჰაერო მგზავრობა. ხშირ შემთხვევაში ისინი პანიკაში ვარდებიან. ხშირი საჰაერო მოგზაურობა ეროფობიის აღმოფხვრას უწყობს ხელს.
კინოფობია
კინოფობია არის ძაღლების შიში, რომელიც შეიძლება ძაღლის სურათის დანახვამაც გამოიწვიოს. გაცილებით მეტი ქალი არის დაავადებული ამით, ვიდერე მამაკაცი. ფაქტია, რომ კინოფობია ადამიანს უვითარდება ბავშვობის პერიოდში დაახლოებით ხუთიდან ცხრა წლამდე. კინოფობია ხშირად ვითარდება ადამიანის ძაღლთან ურთიერთობის შემდეგ, როდესაც შეაშინებს ან უკბენს ცხოველი.
აკროფობია
აკროფობია არის სიმაღლის შიში. აკროფობიით შეპყრობილი ადამიანების უმრავლესობა განიცდის შიშსა და შეშფოთებას, როდესაც ისინი აღმოჩნდებიან შემაღლებულ ადგილას. შესაძლოა რაღაც შემაღლებული ადგილი ზოგიერთი ადამიანისთვის არც ისე მაღალი იყოს, მაგრამ აკროფობისთვის ეს მათში უდიდეს შიშს აღძრავს. შიში თავს იჩენს გადავარდნაზე ფიქრის დროს, სწორედ ამ დროს იწყება პანიკური შეტევა, გულის აჩქარება და შეიძლება უნებურად გადავარდეს კიდეც ადამიანი. ანტიდეპრესანტების და ანტი-შფოთვის პრეპარატების მიღებამ შესაძლებელია შეამციროს შიში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ოფიდიოფობია
ოფიდიოფობია – ეს არის გველების შიში. ამ ფობიით შებყრობილები განსაკუთრებულ შიშს განიცდიან გველის დანახვისას(კბენაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფობია მსოფლიოში. კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ყოველი მესამე ადამიანი შებყრობილია ამ ფობიით. ამ ფობიით შეპყრობილებს ეშინიათ არა მარტო ცოცხალი გველების, არამედ ვერ უყურებენ ვერც გველის ვიდეოებს ან სურათებს. შიში უფრო ხშირია მოზარდებში, ვიდრე ბავშვები. ფაქტია, რომ ბავშვები ხშირ შემთხვევაში თამაშობენ კიდეც გველებთან(თუ შემოხვდათ), რადგან არ იციან, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ქვეწარმავალმა მათ.
არაქნოფობია
არაქნოფობია არის ობობების და ასევე შეიძლება მორიელების შიშიც. ამ ფობიით შეპყრობილებს ძირითადად ობობის დანახვაზე ემართებათ პანიკური შეტევა, სისუსტე, ზედმეტი ოფლიანობა, ტირიან და ყვირიან მათ დანახვაზე. ზოგიერთმა შეიძლება სახლიც გადაწვას, რათა თავიდან მოიცილოს ობობა. სედატიურ და ეპოსერულ თერაპიას შეუძლია შეამციროს არაქნოფობია.





































































