თებერვლის დადგომა, მიწის გათბობა და გაზაფხულის მხრების შესწორება დედამიწის ნაბადქვეშ, როგორც მიწის აფუების დინამიკა, მთელი საქართველოს მთა-გორებს მოედო.
„ხევსურეთში, აბუდალაურის თეთრ ტბაზე, აქა-იქ, ყინული ცურავს, ნაპირზე კი კესანე ჰყვავის. ყაზბეგში, მყინვარი საგაზაფხულოდ მომართულ მზეს, ცეცხლისფრად ირეკლავს და დედა-ბუნების ასამღერებლად ელავს. რაჭაში, ცხრაჯვარში, თოვლის ქულაჯები ჯერ კიდევ მოცოცავს მთათა შულოებში _ საგაზაფხულო მიმოქცევაა, გამთბარი მიწის გამოძახილი! _ გვწერს ჩვენი მეგობარი მაკა მათიაშვილი და დასტურად ულამაზეს ფოტოებს გვიგზავნის.