გაზით დატვირთული სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 კი დაშავდა. შემთხვევა კენიის დედაქალაქში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბიზნეს დაწესებულებები და მანქანები.
BBC-ის ინფორმაციით, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.