გორში, 27 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდა ქალი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, ვერხვების დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, qartli.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს – ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა – რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.