თბილისში უბნების ნაწილს გაზი არ მიეწოდება.
როგორც “თბილისი ენერჯი” აცხადებს, გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა.
“დღეს, 25 მარტს, 11:00 საათზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო – ისნის, ნავთლუღის, მეტრომშენისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა.
გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება დღეს საღამოს 10 საათამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.