https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

GDI, ISFED და HRC-ის განცხადება კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით

17:11; 9.11.2020
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

GDI, ISFED და HRC ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და მიგვაჩნია, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე – სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე). ზემოთაღნიშნული შეზღუდვა თავისი არსით წარმოადგენს სწორედ კომენდანტის საათს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადაადგილების თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა.

განსახილველი შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს ერთი შეხედვით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაჩქარებული წესით მიიღო,  რათა საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ჰქონოდა  საფუძველი, შეეზღუდა ადამიანის მთელი რიგი უფლებები. GDI-მ ჯერ კიდევ 20 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ  კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა და მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს[1]. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მცდელობისა, საქართველოს პარლამენტს გამოესწორებინა პრობლემები, რომლებსაც აღნიშნული მუხლის მოქმედება ქმნის, მმართველ ძალას საამისო პოლიტიკური ნება არ გამოუჩენია. 

საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან კომენდატის საათის დაწესება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.  კონსტიტუციური მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა კანონმდებელი და ყოველგვარი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის გარეშე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა.

ხაზგასასმელია, რომ კომენდანტის საათის დაწესება,  მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, როგორც წესი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხდება ხოლმე და მას თან ახლავს მკაცრად გაწერილი სტანდარტები და წინაპირობები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თავისი ბუნებით, კომენდანტის საათი ზღუდავს არამხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ უარყოფითი ეფექტი აქვს მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე. ამ მხრივ გასათვალისწინებელია „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს „დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.“ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის არარსებობის გამო არ მოქმედებს, სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ნორმების გამოყენებით სამართალდამცავები მიღებული აკრძალვის დარღვევისათვის შესაბამის პირებს შეუზღუდავენ თავისუფლებას, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება.

გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული კომენდატის საათი GDI-ს, ISFED-ის და HRC-ის მიერ უკვე შეფასდა უარყოფითად და არაკონსტიტუციურად[2]. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, აღნიშნული ზომა მაინც არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და  ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ – იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ამას განსაკუთრებით მიანიშნებს ის ფაქტი, რომ კომენდანტის საათის მოქმედება გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე), მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული სხვა შეზღუდვებისგან გამონაკლის წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად COVID-19-ით შექმნილი ეპიდსიტუაციით მანიპულირება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27 თებერვალი, 2026

ვაჟა სირაძე: “მე განვუმარტე მათ, რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებებით”

"სირცხვილიას“ სამი აქტივისტი დააკავეს

ყველა სიახლე

სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო