საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა ლანჩხუთს სტუმრობდა და საცურაო აუზი მოინახულა. იგი მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ტაბიძეს შეხვდა და აღნიშნა, რომ ლანჩხუთში ყველა პირობაა შექმნილი სხვადასხვა საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის.
ამ შეხვედრისას, რომელსაც სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ლომაძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ისელაძეც ესწრებოდნენ, სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ლანჩხუთში ხელს შეუწყობს საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობების ჩამოყალიბებასა და სპორტსმენების აღზრდას.
როგორც ირკვევა, ზემონახსენები იდეის ხორცშესასხმელად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მაისიდან ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში წყალბურთის სექცია ამოქმედდება.