უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოლიმპიური სტადიონის სამედიცინო ცენტრში სისხლის ანალიზი გაიკეთა და მისი მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ახალი მიმართვა გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
„თუ ეს სტადიონია, იყოს სტადიონი. გელოდები“,_აღნიშნული ტექსტი მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რითაც ზელენსკის შეახსენა, რომ დებატების გასამართად მზადაა.
მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დებატების გამართვა აუცილებელია, რადგან არჩევნები არ არის შოუ და პერფორმანსი.
მაუწყებლის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის წინ ზელენსკიმ პოროშენკო დებატებში მიიწვია ოლიმპიურ სტადიონზე, გარდა ამისა, სისხლის ანალიზის გაკეთებაც ზელენსკის იდეაა, ხალხისთვის დასამტკიცებლად, რომ ნარკომანები და ალკოჰოლიკები არ არიან.
თუმცა, მან ოლიმპიური სტადიონის სამედიცინო ცენტრს კერძო კლინიკა არჩია.
„იქ ლაბორატორია არ არის. ამიტომ ძალიან უცნაურია ეს მიწვევა“,_ამბობს ზელენსკი.