დღეს 15 საათზე თბილისში, ბათუმში, ახალციხეში და ქუთაისში მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება ოპერატორების მიერ დაანონსებულ აქციას და მედიას საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
გელოდებით აქციაზე, რომელსაც 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ.
თბილისი, რესპუბლიკის მოედანი
ბათუმი, ევროპის მოედანი
ახალციხე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, ქუთაისი, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ”,_ ნათქვამია განცხადებაში.