ატამი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინებს და ვიტამინებს. ეს გემრიელი ხილი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.
ატამი ამაღლებს იმუნიტეტს, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას; ატმის კომპოტი სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს (ზედმეტი წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს ატმის კომპოტი უშაქროდ უნდა მოამზადოთ).
სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები. ახალმოკრეფილი ფოთლების კომპრესი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ფოთლების 3-6 მლ გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმის (კანის გამკვრივების) დროს.