ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი მოძღვრის, მამა თომას (სიხარულიძე) გამოსათხოვარ ტექსტს აქვეყნებს.
,,ცოდნა წიგნიდან მოდის და ნათელი ღვთისგანო”, _ გვასწავლიდა.
მამა თომამ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ჩვენი რაიონის არაერთი სკოლის მოსწავლის გულში დაანთო ადამიანური ღირებულებებით ნასაზრდოები ცოდნის ლამპარი.
მისი ღვაწლი სანთელ-საკმევლად წარუძღვება ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, თანამოქალაქეებს განათლებისა და განვითარების ძიების გზაზე.
გემშვიდობებით და გმადლობთ, მოძღვარო!
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი თომა (სიხარულიძე) 21 ივნისს ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.