როდესაც შვიდი წლის ასაკში მოცარტი კონცერტებს მართავდა მაინის ფრანკფურტში, მასთან მივიდა თოთხმეტი წლის ბიჭუნა.
– რა შესანიშნავად უკრავ! მე ალბათ ვერასოდეს ვისწავლიდი ასე დაკვრას.
– როგორ არა? შენ ხომ უკვე დიდი ხარ. სცადე და თუ ვერ გამოგივა, დაიწყე ნოტების წერა.
– მე ვწერ… ლექსებს…
– ეგეც ხომ ძალიან საინტერესოა. კარგი ლექსების წერა, ალბათ, კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე მუსიკისა.
– რატომ, სულ ადვილია, სცადე შენც…
ვოლფგანგ მოცარტის თანამოსაუბრე ვოლფგანგ გოეთე იყო.