გერმანელმა ვირუსოლოგებმა ბონის უნივერსიტეტიდან დაადგინეს კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე უფრო შესაძლო ვარიანტები _ ამის შესახებ გერმანელმა მეცნიერმა ჰენდრიკ შტრეეკმა განაცხადა.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საგნებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირების რისკი საკმაოდ მცირეა, რადგან სხვადასხვა ზედაპირზე ცოცხალი ვირუსი ვერ იპოვეს.
შტრეეკმა განმარტა, რომ საგნებიდან დაინფიცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული დაახველებს ან დააცემინებს ხელაფარებული, ამ ხელს მაშინვე მოკიდებს რაიმე ნივთს, მეორე ადამიანი იმავე წუთს შეეხება ამ ნივთს და ხელს უცებვე მიიდებს სახეზე.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირებული იყო მასობრივ ღონისძიებებზე ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტის შემდეგ, როცა ამოსუნთქვის, დაცემინების ან ამოხველების დროს წვეთები ადვილად აღწევდნენ გვერდზე მდგომ ადამიანთან.
ბერლინის Charite უნივერსიტეტის ვირუსოლოგის კრისტიან დროსტენის განცხადებით, კორონავირუსი საკმაოდ მოწყვლადია შრობის მიმართ და ამიტომ ჰაერით არ გადაეცემა.