გერმანელმა სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს, რომელიც პოლიციაზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. როგორც ეჭვმიტანილმა დაკითხვაზე თქვა, ის სახლში დამზადებული ასაფეთქებელი საშუალებებით სამართალდამცავებს კლავდა. სამართალდამცავების თქმით, დაკავებული სალაფისტების დაჯგუფების წევრია. პროკურატურის განცხადებით, პოლიციამ აღნიშნული პირის დაკავებით დიდ წარმატებას მიაღწია ტერორიზმთან ბრძოლაში.