გერმანია 1 აგვისტოდან სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის შეძენაზე, ხოლო 31 დეკემბერს ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გერმანიაში იმპორტირებული ქვანახშირისა და ნავთობის 40% რუსეთზე მოდიოდა.
“ნებისმიერმა, ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა ტრივიალური საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, – ამბობს გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იორგ კუკისი.
აღნიშნული ფაქტი გერმანიის ენერგომომარაგების წყაროებში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. მაღალჩინოსნის თქმით, მთავარი გამოწვევა უზარმაზარი დანაკლისის შევსება იქნება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი წლიურად 158 მილიარდი კუბური მეტრი რუსულ გაზის ყიდვაზე უარს იტყვის.
“რამდენიმე კვირაში რუსულ ქვანახშირზე უარს ვიტყვით. ყველამ, ვინც მილსადენ Druzhba-ს ისტორია იცის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის იარაღად იქცა, ხვდება, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ტრივიალური საკითხი არ არის, მაგრამ ამას ჩვენ რამდენიმე თვეში მივაღწევთ”,– აღნიშნა კუკისმა.
Reuters წერს, რომ გერმანია სწრაფად ავითარებს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ტერმინალებს, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული დანაკლისი შეავსოს. მაღალჩინოსამა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, აშშ-სა და კატარს ერთად შეუძლიათ ევროპას, LNG სახით, დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდონ, დანაკლისი მაინც დიდია.
ცნობისთვის, რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში მოხვდა, რომელიც 10 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.
ავტორი