გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი მზადაა დაიცვას ნატოს ტერიტორიის ,,თითოეულ კვადრატული მეტრი“ თავის პარტნიორებთან ერთად და უკრაინას საზენიტო სისტემებს და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს გადასცემს.
“აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გავზრდით: გერმანია უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით”, – თქვა შოლცმა.
აქამდე, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.
ავტორი