გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობამ ნება დართო ნიდერლანდებს, უკრაინის არმიას გადასცეს გერმანული წარმოების 400 ყუმბარმტყორცნი. გარდა ამისა, ბერლინმა ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს წარმოებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია უკრაინისთვის 14 ჯავშანმანქანისა და 10 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, უკრაინამ გერმანიას გადასცა საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის სია, მაგრამ ამ დროისთვის, გერმანიამ უკრაინულ მხარეს მხოლოდ 5 000 ჩაფხუტი გამოუყო.