გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა.
“გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში. საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო.
ჯერჯერობით გავლენა არ იქნება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებზე, მაგალითად, DAAD-ზე, თუმცა გერმანია აკვირდება და გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს”, – წერს ელჩი.
Minister for Education & Research @BMBF_Bund has frozen upgrade of
science co-op, incl. student mobility, research &
in
programs – due to
curbs on academic freedom & halt of EU accession. Georgians who attended
unis – mostly on
scholarships- know the loss. pic.twitter.com/DxXZiujFxa
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 26, 2025