გერმანიის არმიამ შესაძლოა ევროკავშირის მოქალაქეები ჯარში გაიწვიოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მას შემდეგ რაც გერმანიამ ჯარში გაწვევა გააუქმა 7 წელი გავიდა, თუმცა, ჯარის გენერალური ინსპექტორის ებერჰარდ ზორნის თქმით, შეიარაღებულ ძალებს ისეთი კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს, როგორიცაა ექიმები და IT სპეციალისტები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კანონის თანახმად, გერმანიის ჯარში ჯარისკაცი გერმანელი უნდა იყოს, თუმცა, როგორც პარლამენტში შეიარაღებული ძალების კომისარი, ჰანს პეტერ ბარტელსი აცხადებს, ჯარის ევროკავშირის მოქალაქეებით დაკომპლექტება ნორმალურია, რადგან ბევრ ჯარისკაცს ორმაგი მოქალაქეობა აქვს ან იმიგრანტია.
მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანია გეგმავს, რომ 2025 წლისთვის სამხედრო პერსონალი 21 000-ით გაზარდოს. ქვეყანა ასევე 2024 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არმიაში 182 000 ფორმიანი ჯარისკაცია დასაქმებული, რომელთა რიცხვი 7 წელში 203 000-მდე გაიზრდება.
მისივე განცხადებით, ჯარის 12%-ს ქალები შეადგენენ.