გერმანიაში 180-მდე ავიარეისი გაუქმდა.
როგორც REUTERS იუწყება, ავიარეისების გაუქმების მიზეზი ლუფთჰანზას Germanwings-ის თანამშრომლების გაფიცვაა.
მგზავრებს ავიაკომპანია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მატარებლის ბილეთებს ან ლუფთჰანზას სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით გაფრენას სთავაზობს.