ეს კადრები ამ დილით ფრანკფურტში, საარჩევნო უბნის მიმდებარედაა გადაღებული.
ფოტო-ვიდეოს ავტორი ამომრჩეველი ლიზა ტყემალაძეა.
ქეთი ანთაძე-ტამინგა “გურია ნიუსს“ატყობინებს, რომ ფრანკფურტში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და, ამ დროისთვის, უბანზე გაცილებით დიდი აქტიურობაა.
ამ დრომდე, მხოლოდ მცირე დარღვევები დაფიქსირდა: კენჭისყრის ოთახი ძალიან პატარაა და პროცედურა ამის გამო ქაოსური იყო; ხმის მიცემას აპირებდა ადამიანი, რომელმაც, მისი თქმით, რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ მაინც თბილისურ მისამართზე იყო დაფიქსირებული. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველს, საქართველოს დროშის მოხსნას სთხოვდნენ მოტივით, რომ რეკლამირებას ეწეოდა. თუმცა, რისი რეკლამაა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო, მას ვერ აუხსნეს. მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ამომრჩეველი ელენე ჯაჯანიძე ამბობს, რომ უბანზე სიმშვიდე, სასიამოვნო გარემოა და პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ჩვენ გერმანიიდან ისევ ველოდებით ახალ ინფორმაციებს.