იტალიაში, სუპერმარკეტების ქსელიდან საკვები პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო ქმედება მაღაზიის დაცვამ შენიშნა. პოლიციის მისვლამდე კიდევ ორმა ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.
Lidl-ის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომ სამი პირი მაღაზიის პროდუქტს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა. მათ ყველის, ზეითუნის ზეთის, შოკოლადის, ტუნას, ხორცის კონსერვების და ორაგულის მოპარვა სცადეს.
47 წლის ქართველი კაცი სამხედროებმა დააკავეს და ყაზარმაში გადაიყვანეს.