გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროფკავშირში აცხადებენ, რომ 2 თებერვალს გერმანიის უმეტეს რეგიონში ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროს მძღოლები მუშაობას შეაჩერებენ.
მძღოლების მოთხოვნაა, ყოველკვირეული სამუშაო საათების შემცირება, ხანმოკლე ცვლა, დასვენების პერიოდის გახანგრძლივება, მეტი შვებულება ან დამატებითი დასვენების დღეები.
როგორც ცნობილია, სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლებთან ერთად, ხელფასის მომატებისა და სამუშაო საათების რეგულირების მოთხოვნით, გაფიცვას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში დასაქმებული ათასობით ექიმიც შეუერთდება.