გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ბრიტანეთის მიერ “იმედის” და პოს-ტვ-ის დასანქცირებას ეხმაურება.
“ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. შევამოწმე ჩემი ტელეფონი და ვნახე, რომ იმედი და POSTV გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს გავრცელებული სანქციების პაკეტის ნაწილი არიან. ეს გაერთიანებული სამეფოს საქმეა და ამიტომ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლები. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობს, რას ნიშნავს ამ ორი არხისთვის, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში შევნიშნე, რომ ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან. ჩვენ ამ პანელზე განვიხილეთ, რომ დეზინფორმაცია უკრაინაში რუსეთის აგრესიის ნაწილია. ისინი ცრუობენ იმ მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც ეს სამხედრო აგრესია დაიწყო, ისინი ცრუობენ, რომ რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს, რაც ასე არ არის და რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ისინი ცრუობენ გერმანიის შესახებ, ცრუობენ ევროკავშირის შესახებ, ცრუობენ გაერთიანებული სამეფოს, დასავლეთის შესახებ. საინტერესოა ევროკავშირთან დაკავშირებით, როდესაც საქართველო აცხადებს, რომ სურს გაწევრიანება, ყოველ ჯერზე, ყოველ დღე, ისინი უხსნიან „იმედისა“ და POSTV-ის მაყურებელს, რომ ევროკავშირი საშინელია. აი, ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ“ ,_ თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.






























































