მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს! – ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას ისახავს. ეს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს არღვევს, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს კურსი შეცვალოს!“ – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.