ცოტა ხნის წინ კანადელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალებში, რომლებიც ღამით მუშაობენ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი იზრდება.
კვლევაში 13 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. მათი საშუალო ასაკი 55-59 წელი იყო. მათ 6, 1%-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნის ესტროგენ რეცეპტორების ER და HER2-ის რაოდენობა ღამის საათებში იზრდებოდა.
ამდენად, ქალებში, რომლებიც შუაღამიდან სამი საათის განმავლობაში მუშაობენ, კიბოს რისკი 12%-ით იზრდება, კვირაში სამჯერ ღამის 10-საათიანი ცვლის შემთხვევაში კი – 80%-ით.
ამასთან, ეს მაჩვენებელი ნორმაში მხოლოდ ღამის ცვლიდან წასვლის შემდეგ 2 წელიწადში დგება. მეცნიერების თქმით, მკვლევარები ამ კავშირს ცერკადული რიტმის და კიბოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰორმონის, მელატონინის სეკრეციის დარღვევით ხსნიან.