ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სთხოვს დახმარებას.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ყურადღებით წაიკითხეთ
ამაზე მეტი, ადამიანს არაფერი ემართება ალბათ და ჩვენც, კიდევ ერთი, ჩვენი თვალით ვნახეთ.
ეს ქალი ახლა, საღამოს ვნახეთ სასაფლაოზე. ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს. წყალს კი როგორ ათბობს მზეზე, კი ხედავთ ფოტოზე. საერთოდ არავინ არ ჰყავს და არც არაფერი აბადია. ზამთარში ქირა ვეღარ გადაიხადა და გაზაფხული და ზაფხული აქ გაატარა, სასაფლაოზე..
ყოველ ღამით აქ ძილი თუ წარმოგიდგენიათ?! ღამით გაცილებით შემზარავია ამ კადრის დანახვა.
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. დილიდანვე მოვუძებნით სახლს. გავუკეთებთ, რასაც შევძლებთ, ყველაფერს და ვეცდებით აუცილებლად, რომ ნორმალური ადამიანივით გააგრძელოს ცხოვრება.
ახალგაზრდა ქალია, მუშაობა შეუძლია და ყველაფერი გამოვა ახლაც, საფლავებს ალაგებს და ამით არსებობს.
გაგვივრცელეთ ეს ამბავი და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ.ჩვენ, დილიდანვე დავიწყებთ ყველაფრის გამოსწორებას.
ამბის გასაგებად დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია, _ წერს აკა სინჯიკაშვილი და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.