“რუსთავი 2” “ქართული ოცნების” პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა.
“ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს “ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“. ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს”, – განუცხადეს “რუსთავი 2-ს” მმართველი პარტიის პრეს-სამსახურში.
ვრცლად: რუსთავი 2