ისრაელმა უნდა გაანადგუროს ტერორისტული ჯგუფი ჰამასი, მაგრამ ღაზას სექტორის ხელახალი ოკუპაცია იქნება “დიდი შეცდომა”, _ აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა CBS-ის საინფორმაციო გადაცემა 60 Minutes-თან საუბრისას.
„ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. ჰამასი მშიშარათა თაიგულია. ისინი იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. შეჭრა და „ექსტრემისტების გაყვანა“ არის „აუცილებელი საჭიროება“,_ დასძინა მან.
კითხვაზე, უნდა განადგურდეს თუ არა ჰამასი მთლიანად, მან უპასუხა: ”დიახ, ასეა”.
თუმცა, კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციას, ბაიდენმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება“.
„აი, რაც მოხდა ღაზაში, ჩემი აზრით, არის ჰამასი და ჰამასის უკიდურესი ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს. და მე ვფიქრობ, რომ ღაზას კვლავ ოკუპაცია ისრაელისთვის შეცდომა იქნება”,_ განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ გზა უნდა დარჩეს პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ. ამასთან, გამოთქვა რწმენა, რომ ისრაელის ძალები შეეცდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო მსხვერპლი და გადადგან ნაბიჯები, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
“ვფიქრობ, ისრაელს ესმის, რომ პალესტინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს ჰამასის და ჰეზბოლას შეხედულებებს. საჭიროა პალესტინის ხელისუფლება. უნდა არსებობდეს გზა პალესტინის სახელმწიფომდე“, – განაგრძო მან და გაიმეორა აშშ-ს დიდი ხნის მოწოდება ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.