შაბათს ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების ტალღის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, _ იუწყება BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ჰამასის მიერ მართულ სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და ქალები არიან. მისივე თქმით, ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ვერტმფრენებმა სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარი კარავი დაარტყა.
პალესტინელები ამ დარტყმებს ყველაზე მძიმედ აფასებენ მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზა ამ თვის დასაწყისში ამოქმედდა.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ პარასკევს ჰამასის მიერ შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ რამდენიმე დარტყმა განხორციელდა.





























































