ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ.
კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
გარდა ამისა, რესტორანში მისულ კლიენტს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი.
მენიუ უნდა იყოს ერთჯერადი.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.






























































