ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და ემოცია _ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის უკანასკნელად დაირეკა სკოლის ზარი.
სკოლის ეზოში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. ივლიტა ჯიბუტის სახელობის ფონდმა ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. ჯილდო წარმატებულ კურსდამთავრებულებს ივლიტას მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა გადასცა.
“21-ს ქვევით” ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ახალი, დიდი გზის დასაწყისს და ბედნიერ, წარმატებულ მომავალს უსურვებს.