თბილისში შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა. გიორგი დუდაშვილს რაჭაში ოჯახის ოთხი წევრი დაეღუპა – მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ისინი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
გიორგი დუდაშვილს ქაშუეთის ეკლესიაში დღეს მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს.
სოციალურ ქსელში სტიქიას შეწირული ოჯახის წევრებს ემოციურად ემშვიდობებიან.
„ეძება,ოთხივე იპოვა ,დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს. არ არსებობს სიტყვები რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება. ღმერთო…გააძლებინე, მათთან შეხვედრამდე!“ – წერს სოციალური ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე.