პარლამენტის ყოფილი წევრის, პოლიტიკოს კობა დავითაშვილის შვილის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ნათლულია, სოციალურ ქსელში სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დღესვე თორნიკე დავითაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
დავითაშვილის შვილის განცხადებას ნანუკა შჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
„კობა დავითაშვილის ბიჭი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
ღმერთო, რა მაგარი შვილი გაუზრდია კობას და მის მეუღლეს.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, დღეს თორნიკე დავითასვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთადერთი, ვინც უნდა წყვეტდეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, არის ექიმი. თუ ის გადაწყვეტს, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის არ არის შესაბამისი პირობები, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ.
თუ ექიმი ობიექტურ საფუძველზე ამბობს, რომ უნდა გადაიყვანონ, მეც ვემხრობი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა ხდებოდეს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“.