ჩოხატაურში 16 წლის მარიკოს გლოვობენ. გოგონას კარგად იცნობდა ჩვენი მკითხველი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახება არაერთხელ დაიწერა ჩვენს ვებგვერდზე.
მარიამ ბოლქვაძის გარდაცვალების შესახებ, გოგონას დედამ მადონა ენუქიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ღმერთს ებარებოდე, შვილო”, _ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 16 წლის გოგოს დედამ
16 წლის მარიამს ცერებრალური დამბლა ჰქონდა, მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
მარიამი მკურნალობას ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. გოგონა 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, უსაყვარლესი მარიამის გარდაცვალების გამო და მშობლებს გამძლეობას უსურვებს.