ფრანგი მეცნიერები 30 წელი ატარებდნენ ცდებს, რომლის საშუალებითაც დაამტკიცეს, რომ ღვინოს დადებითი თვისებები გააჩნია. მამაკაცებს, რომლებიც მას ნორმალური დოზით იღებენ, კიბოთი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკი უმცირდებათ.
დასავლეთ პარიზისა და „ბორდო II“-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 28 წლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც 40-დან 65 წლამდე ასაკის, 35 ათასი საფრანგეთში მცხოვრები მამაკაცი იღებდა მონაწილეობას.
მეცნიერებმა მათ მიერ ალკოჰოლის მოხმარების სტატისტიკით გამოიკვლიეს, რომ გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ ის მამაკაცები, რომლებიც სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე მეტ უპირატესობას, ღვინოს ანიჭებდნენ.
კვლევის შედეგად მიღებული შედეგების თანახმად, ღვინის ნორმალური დოზით მიღება 40%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკს, 20 %-ით კი – სიმსივნით გარდაცვალებისას.
ავტორი