ფსიქოლოგი, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“რა საინtერესო დროში ვცხოვრობთ. დედამიწაზე უახლესი და უმაღლესი ტექნოლოგიები. მასობრივი სიკვდილის ხანა დადგა, გადაშენების გზას დაადგა კაცობრიობა.
სრული ინფორმაციული ქაოსი და ხილული ჯოჯოხეთია ირგვლივ.
ჩვენ რა გვაღელვებს, რა გვაშფოთებს, რა გვტანჯავს და რის გამო ვანთხევთ აგრესიას?
ეკლესიის, ივანიშვილის, ღარიბაშვილის, საკააშვილის,, ძველი და ახალი მთავრობის მიწასთან გასწორება.
ვიღაცამ ცუდად იმღერა ან ვინმემ არასწორად რაღაც თქვა. წაესევიან ,,მართალი და გონიერი ადამიანები” და გაუგონარი სიტყვებით დასცინიან და ლანძღავენ, მერე ისინი ამათ და იწყება ფურთხისა და ტალახის წვიმა.
ვერაფერი გაშინებთ, ვერაფერი გაკეთილშობილებთ.
გააგრძელეთ აგრესია ვნახოთ ვისი აჯობებს.“ – წერს გია ჯაჯანიძე.