„ეკა ბესელიას განცხადება წარმოუდგენელი სკანდალია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომას გამოეხმაურა.
ხუხაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებასაც აფასებს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განმწესებას ლობირებდა. ხუხაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, კობახიძეს საზოგადოებამ განაჩენი უნდა გამოუტანოს:
„თუ პარლამენტის თავმჯდომარე ლობირებდა იმას, რომ სასამართლო ავგიას თავლად გადაექცია და მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ განემწესებინა, გამოდის, რომ მან წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას საბოლოო განაჩენი უნდა გამოვუტანოთ.
შესაძლოა, ასე არ იყოს, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ამ მოცემულობაში ეკა ბესელიას მხარეს ვარ, რადგან ვანო ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში არსებული ვათხანალიის ერთ-ერთი შემომქმედია“, _ აღნიშნა ხუხაშვილმა.