“ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა , საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა., _ განაცხადა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გია ვოლსკიმ.
მიწივე თქმით, იყო გარკვეული პროვოკაციები , თუმცა, “მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის, რაც ხდება, მისასალმებელია”.
სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე, ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს, _ განაცხადა ვოლსკიმ.